მთარგმნელი: სიბილა გელაძე
ახალგაზრდობა მქონდა სავსე ქარიშხალებით, რომელთაც ზოგჯერ მოელვარე მზეები ჰკვეთდა, ძლივს მოვიწიე ცოტა ხილი ნაგვიანები, ისე არბევდა ჩემ ბაღს ქარი და ისე ლეწდა.
ახლა სჭირდება პატრონობა ხრიოკ ნიადაგს, სჯობს მოვიმარჯვო აწ ნიჩაბი, შევუდგე შრომას, რომ აღარ თხაროს ორმოები წყარომ ნიადაგ.
მოულოდნელად მწირ მიწაზე ამოყვანილმა, მიაგნოს ბაღში ძალისმომცემ საკვებს, იდუმალს?
უცნობი მტერი, გულს რომ გვიღრღნისმ წელში სწორდება, ჩანს, ჩვენი სისხლი ასაზრდოებს, მძლეს და მიუვალს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |