ბაღი ბულბულით ავსილა, ვარდსა რაზი არ აკლია, აწ დაშვენდა ია-ვარდი, ზედ ლამაზი არ აკლია, უცხოდ ხარობს ასამინი, ძილს სარაზი არ აკლია, წმინდა სანთლები შამდანში, ზირანდაზი არ აკლია, მეიდანი გამართული, ქანდირბაზი არ აკლია!
რომელ ერთხელ გენაცვალო, განა რამდენი თავი მაქვს? მუდამ შენს სამსახურში ვარ, არა სთქვა პირი შავი მაქვს, სულ ქვეყანა ჩვენსა არის, რომ ბაზაზი არ აკლია!
შენი ქება და დიდება უენოთაც არ იქნება!.. მარანისა ტუმბო სავსე უდენოთაც არ იქნება, თუ მეჯლისი მორთულია, უშენოთაც არ იქნება, ტრიალებს ოქროს თასები, ლეილუმ ნაზი არ აკლია!
ნიშნობა და ქორწილიცა თავისი ქალისათვინა! - რაც რომ გადამხდა თავზედა, სულ იმ მაღალისათვინა: ლეილუმის ქამანჩისა დოულ-ყავალისათვინა: გარს უსხედან მომღერალნი, სანთურ-საზი არ აკლია!
კბილები მარგალიტში გაქვს, ინდის პილპილი ხალშია, ფალევანთა მომრევი ხარ, ნაქები როსტომ-ზალშია, თუ ჩვენსა არ მობძანდები, წავიდეთ სამართალშია... საიათნოვას ხემწიფე, ყენ-შაჰბაზი ირაკლია! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |