მეზობელზედ რა კაცს თვალი უჭირავს, ის არა იქს გაცემასა-ჭამასა! ავ კაცს რაში უნდა გვარიშვილობა, - შეაგინებენ კაი მამასა! ზოგი კაცი დადის ჭიანყელასავით, გველის შხამი უძევს პირში იმ თავით! ავი კაცის ჭირი იქნება ავით - ნათქვამია, მე არ ვამბობ ამასა!.. ცუდი კაცი მკვდარივით აყუდია, ან რათ უნდა, რათა ჰხურავს ქუდია? აქლემივით ვინც რომ ტანში მრუდია, რატომ იზავს ხიდზედ კისრის ზომასა? თიხის ჯამი არ გახდება ჩინათა, მუხის ქერქი კიდევ - დარიჩინათა! საიათნოვა შეინახე ჩინათა, ვერ იშოვი იმისთანა კარგ ყმასა! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |