კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ჩუმად ამბობდა პატარა ია: -

მოველ, მოვქარგე მთა და ბარიო, 

მე გაზაფხულის ყვავილი მქვია,

ვარ საქართველოს მზით გამთბარიო!


წმინდა ვარ, როგორც ელგუჯას გრძნობა,

როგორც ოცნება ხევის ქალისა,

ყაზბეგის წიგნში მეცხვარის ტრფობა,

ელვა, ან შუქი ნაპერწკალისა.


კლდესთან გამფურჩქნა ფშაველას ლექსმა,

ნუკრმა მომაპყრო ნაზი თვალები. 

შევკრთი, როდესაც თოფისხმა მესმა, -

გელამ იპოვა შვლის ნაკვალევი.


ყაზბეგის წიგნში მაინც დავრჩები,

აქ ხომ ვაჟიას უცდის ელისო!

აქ, დარიალთან, ნისლის ფარჩებით

დგას მყინვარი ლა ქუხილს ელისო! -


ასე ამბობდა პატარა ია

თერგის ნაპირას მკერღდანამული.

რაც სიყვარულმა სიკვდილი სძლია,

უფრო ნარნარად ჟღერს სალამური.

მსგავსი თემები