კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

მთარგმნელი: გრიგოლ აბაშიძე

 

შენ ისევ ის ხარ, რაც მინახავხარ,

გეტყობა უფრო უკეთესობა,

მე გამფრენია ახალგაზრდობა.

სევდის მახვილი გულზე მესობა.


შენ წყაროს წყალი - მე ცეცხლის ალი,

როგორ ვძლებთ ერთად ორი მოდავე,

მიტომ არ დაშრი, მიტომ არ გავქრი,

ალბათ ერთმანეთს ვგრძნობდით ორთავე...


იყავ მოწყალე, იყავ მოწყალე,

შენგან მცირედი მინდა ნუგეში,

ვაჟკაცობაში მაინც მაღირსე,

რაც არ მაჩუქე სიჭაბუკეში.


ნუ გაგაკვირვებს ჩემი გატყდომა,

მე სხვაზე უფრო გავტყდი ორწილად,

მე გარეგნობა გამომეცვალა,

შიგნით კი გული არ გამოცვლილა.


რაც კისრად ვიდე შენი მონობა,

ბედნიერება ნიზამს ეღირსა,

მე ცოცხალს მინდა, რომ განვიცადო

შენში სამოთხეც იმა ქვეყნისა.

მსგავსი თემები