კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი

 

ჰეი, დამფრთხალო ქურციკო, საით რას დაიარები?!

მეც გული შენებრ მიფრთხება დაკოდილ-ნაიარევი.


დავდივართ გზააბნეულნი, არც ერთს არა გვყავს პატრონი,

კლდე-ღრეში დავეხეტებით ცალ-ცალკე, მარტოდმარტონი.


საით წავიდეთ, ორთავეს ყოველგნით მახე გვიგია,

რას გვემართლება საწუთრო არ ვიცით, ვერ გაგვიგია.


მოდი, ერთმანეთს გავანდოთ, გულმა რაც სევდა შენივთა,

შენ ჩემი დარდი იდარდე, მე დავმწუხრდები შენითა.


უერთმანეთოდ ორთავეს არღა-რა გვესაძლისება,

ხომ ხედავ, ჩვენი ცხოვრება შხამით და გესლით ივსება.


რამ შეაშფოთა ქვეყანა, თავკერძი, გულჩაკეტილი?!

რად ყელყელაობს ბოროტი? რად ითრგუნება კეთილი?


ვის ძალუძს, რომ უთვისტომოს გაუხსნას გულის კარები,

ვინ უმეგობროს დაჩაგრულს, ვინ შეივრდომოს ყარიბი?


ნუთუ ოდესმე მოგვხედავს თვით ხიზრი ფეხბედნიერი

და ამ დაქცეულ ქვეყანას კვლავ შეეცვლება იერი?!


ნუთუ დადგება სიკეთის და ერთგულების დროება,

ნუთ ამ ქვეყნის ქარვასლა ოდესმე გვემყუდროვება?!


ნუთუ კვლავ ჰპოვებს სიმშვიდეს სული, ნანგრევთა ხიზანი

და მიზანს მიგვაღწევინებს ხილი სიამის ხისანი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ჰაფეზი  • • •   ჰაფეზის პოეზია

მსგავსი თემები