კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი

 

ჩემმა ვედრებამ სულთნისკენ თუ  ჰპოვა გზა-კვალი,

შევთხოვ, გლახაკებს მოწყალედ რომ შეავლოს თვალი.


ავსულ რაყიფებს განვშორდი, რომ საშველის ძებნით

უფლის სინათლემ გააბრწყინოს ჩემი სავალი.


შენ, ლამაზმანო, თუ გსურს ჩემი სისხლის ცრემლები,

წარბთა ქამანდით მე ცდუნება მტყორცნე მრავალი.


ყველას რომ გულზე ცეცხლს უკიდებ, რას  გარგებს შენ ეს?!

ან ის განაღვლებს მე აღმიგზნო გულში რამ ალი?!


განთიადამდე იმ იმედით ვფხიზლობ, რომ იქნებ

სატრფოს სურნელით მომეფეროს სიო ფრთამალი.


ჩემს სულს და სხეულს გწირავ, სატრფოვ, რომ ერთხელ ვნახო

ეგ სახე ჩვენთვის საუკუნოდ გადასამალი.


ჰაფეზ, განთიადს სევდიანი რომ ელი მუდამ,

ილოცე... იქნებ ლოცვა არის სევდის წამალი!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ჰაფეზი  • • •   ჰაფეზის პოეზია

მსგავსი თემები