კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი

 

როცა სატრფო მოდის ჩემთან დოქითა და ჯამით,

მთელ ქალაქში ყველას შურს და შემომნატრის ამით;


და მეც სატრფოს თვალთა ეშხი სულ თან დამდევს, სულ თან...

ისე, როგორც მუჰთასიბი ლოთებს დასდევს ღამით.


სიყვარულის ზღვაში ვცურავ, ვით უენო თევზი

და სულ სატრფოს სახელს ვამბობ ჩურჩულით და ჩქამით.


ვისაც სატრფო ენატრება, სატრფოს ჰპოვებს იგი

მხოლოდ თმენით, მხოლოდ ცრემლით... მხოლოდ ორი რამით.


შაბაშ, ვისაც სატრფო სწყალობს და  ჰაფეზის  მსგავსად

ღვინოზე და ჯამზე ფიქრი არ შორდება წამით.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ჰაფეზი  • • •   ჰაფეზის პოეზია

მსგავსი თემები