სევდიან სარკეში და უცხო ღამიდან სანთლებით მისდევენ ყვავები ამ აპრილს. პოეტს გარინდებულს, როგორც პირამიდას ზარების ტირილში გრიგალი გამაფრენს.
ჰაერში ირხევა ფრთები ანგელოზების. სამრეკლოს წუხილი რომ გაიფანტება, ტაძარში შევდივარ მწუხარე ლოცვებით.
თითქოს ვარ სიზმარში და ირგვლივ ქვებია. ჭლექიან ფერებით ბაღებში თენდება, ჩემს ვიწრო ოთახში წამები ქრებიან.
წირვებით წამიღებს წამების მწვერვალი. ვარდისფერ სარკეში სურვილი ბერდება, მთვარესთან ჩამოწვა უვნებო ფერვალი.
ღამე უდაბნოა, ვნება კოშმარია. ქუჩაში მცხოვრებს და სახლიდან გაქცეულს შემინდე, შემინდე, წმინდაო მარიამ. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |