კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

მთარგმნელი: ამბაკო ჭელიძე

 

ირიჟრაჟა! მერიქიფევ, მომაწოდე ღვინის ჯამი.

ჩქარა; თორემ ეს საწუთრო არ დაიცდის ერთი წამი!


ჩქარა, თორემ ეს სიცოცხლე გაფრინდება, გაიქცევა,

ჩვენ წავიქცეთ მანამ, სანამ დედამიწა დაიქცევა!


ალისფერი ღვინო მოდის დალოცვილი დოქიდანა,

ადე, თუ ქსურს გაიხარო, ძილმა რაღა მოგიტანა!


ვინც აქ ვლოთობთ, ყველა წავალთ, ისევ ვეღარ წამოვდგებით.

ღვინო გვასვი, ღვინო, იქნებ ღვინის ჭურჭლად გამოვდგებით!


უკვე თავი მოგვაბეზრა ღვთისმოსავთა დარიგებამ.

ჩქარა, ღვინო მოგვაწოდე, ჩქარა, მორჩი ჩარიგებას!


ჰაფეზ ჭკუას მიტომ გიქებ, ღვინის ჯამს რომ ეტანები.

მაშ დალიე ტკბილი ღვინო და აღივსე ნეტარებით.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ჰაფეზი  • • •   ჰაფეზის პოეზია

მსგავსი თემები