მთარგმნელი: მაგალი თოდუა
ჩემზე მეტი სიმდიდრე სულთანს არ აბადია! ცალი ხელით ქალი და ცალით - ღვინის ბადია!
როცა გვერდით მოვისვამ ტურფას, სახებადრიანს.
მაგრამ მისი დალევა უშენოდ რა მადლია!
ჩემს თვალს მუდამ ქალის და ღვინის მზერა სწადია.
შენს დალალთა სურნელს ხომ მუშკის სურნელს ადრიან.
ის ხომ უფრო ტკბილია, ის ხომ უფრო ყანდია.
რომ ჩემს უგვან ქცევაზე ხმები ქვეყნად დადიან.
ჩვენს ქალაქში სუყველა სარდაფებში აგდია.
ჩვენში მასაც ლოთისთვის თავი გაუყადრია.
თორემ, ხედავ, დღეები როგორ სწრაფად გადიან. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |