სხვისი კიბე შენი ბინის ჭერია. ფერს იძენდა უფერული წლები, ბუთხუზა ბავშვს ბუსტი ეპყრა ჭრელი, ფეტვს კენკავდნენ სულში წიწილები.
ბნელ სარდაფში ჩაიწვიე მთები, ჩურჩულებენ: მოდის ფიროსმანი! და მეზურნეს უსკდებოდა ყბები.
შენიშნე და შეეჯახე უფალს. ქართულ სუფრის ამგვანებდი თბილისს და შენც ჰგავდი ამწვანებულ სუფრას.
არტალის თუ ცხვირის ნახარში ხვლიპე, აგეკიდა საღებავი და დაგენგრა თავზე სხივის კიბე.
კიტრის ფასი, კერძის ფასი, მცირე?! შენ ცხოვრებამ ჩაგაყოლა წიხლი და სარდაფში თითქოს ჩაიძირე. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |