კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მთების სილაღე რა არი,

თუ არა ნისლი მანდილად!

მზის სილამაზე რა არი,

თუ არ მოხატა მან დილა?!


ვაჰმე, მომკვდარა მდინარე,

თუ ვერ მოიქნევს კალმახებს,

თუ დროშად ვერ აშრიალებს

მწვანე ფშანების სანახებს.


რა ცოდვა არის ის წყარო,

წელი რომ წყდება ქვიშაში!

მოსვლა თუ დაგიგვიანოს, 

რა ოხრად გინდა ის შაში.


ნეტავ, მთა ვიყო მანდილით, -

ნისლის და არა სმოგისა.

წაბლის ტყე ვიყო ნამდვილი,- 

მწვანე ზღარბუნებს მოვისხამ.


მდინარე ვიყო ანკარა, -

ფსკერზე თეთრ კენჭებს განახებ,

ცისფერ მორევში დავმალავ

ვერცხლით დაფერილ კალმახებს.


წყაროც რომ ვიყო ყისმათი,

ჩასმული ბროლში, შუშაში,

მე ვიქნებოდი ძმისათვის

დროზე მოსული დუშაში.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ომარ შამათავა  • • •   ომარ შამათავას პოეზია

მსგავსი თემები