მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი
დღეს რა მომდის?! - ვერ გავიგე, რა ხდება... დღეს ჩემს გულში რაღაც შვება სახლდება...
ვინც ჩამხედავს, სიყვარული დახვდება.
მაგრამ ზეცაც ჩემი ბინა გახდება.
მალე ცაში ყოფნის ნატვრაც ახდება.
ჩემი ტრფობის შუქით კვლავ განახლდება.
ქვის მკერდშიაც, ვხედავ, ცეცხლი ჩაღდება.
ჩემს ბაგეზეც სიტკბოება ლაღდება.
ეს სამყარო თავად ჩემში მაღლდება. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |