მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი
მოდი, მე შენი სიყვარულით ხელად ვიქეცი, ქალაქი ვიყავ და უდაბურ ველად ვიქეცი. მე სიყვარულმა მომაშორა სახლსა და ოჯახს და სიყვარულის მსახურად და მხევლად ვიქეცი. არ ვიტყვი, რარიგ უღონო და უძლური ვიყავ, შენ რომ გიხილე, ძალით მთათა მძვრელად ვიქეცი. შენმა სულმა რომ ჩემს სხეულში შემოაშუქა, ჩემსას დავეხსენ, შენი სულის მცველად ვიქეცი. მე დღედაღამე სიყვარულის ზღაპრები მესმის და მეც ზღაპრად და ამ ზღაპრების მთქმელად ვიქეცი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |