ჩემი მზისა და სიზმრების მხარე მე მიბრუნდება ჩუმად და ნელა, როდესაც მხოლოდ ქარია გარეთ, როდესაც ცივა, როდესაც ბნელა.
როდესაც მხოლოდ ქარია გარეთ, ჩემს თვალში ფასი ეწევა მელანს და საგანგებოდ ჩაკეტილ კარებს.
ვის რაში უნდა, რაც დღემდე უთქვამთ. მე მინდა ჩემი სუნთქვა და ფიქრი იქცეს შენს ფიქრად, იქცეს შენს სუნთქვად.
და ირგვლივ, როგორც უჯრაში ბნელა, თითქოს მავთულსაც სტკივა და წივის, თითქოს სარკმელსაც სტკივა და ელავს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |