მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი
სასიკვდილო წამის მოსვლა შენზე ფიქრის წამით იყოს, შენს ქუჩაზე მიწად ქცევის იმედით და ჟამით იყოს.
ბაგე შენთვის დაფრქვეული ცრემლითა და ნამით იყოს.
მე მონა ვარ შენთა თვალთა... სიტკბოც ტრფობის შხამით იყოს.
შენს დალალებს ვიხსენებდე... შვება მხოლოდ ამით იყოს.
თვით ფერიას არ აქვს ნება, შენი მსგავსი რამით იყოს.
ჩემთვის თრობა წუთისოფლად სიყვარულის ჯამით იყოს.
რომ საადის გზა და კვალი შენკენ დღით თუ ღამით იყოს! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |