მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი
მე ამ ძველთაძველ ამბავთა აწ მსურს თხრობა და გამხელა: მაშინ, ქრისტე რომ ცხოვრობდა - იდიდოს მისმა სახელმა! -,
არსად რომ არაფერს იქმდა და არც ნაღვლობდა არაზე.
მასზე ამბობდნენ - ამ კაცთან ეშმაკი მონაგონია.
მისგან სიკეთის მნახველი არ იყო ქვეყნად არავინ...
არამი ლუკმის მძებნელი მუცელს ხშირ-ხშირად ავსებდა.
ტყუილით ისეთ ჯანღს ქმნიდა, თვალს ვეღარავინ ახელდა.
მისმა ყურებმა თითქოს-და სმენის ჭიშკარი მიკეტეს.
და თვალშიც ზიზღი უჩანდათ, ვით მცხრალსა მთვარეს სინათლე.
არ წუხდა კაიკაცობის სახელის დატოვებაზე,
აავსეს ბედის მწერლებმა, სადაც რამ ჰქონდათ წიგნები.
ღამით სულ მთვრალი ღრეობდა, დღისით კი - სულ ნამთვრალევი...
მრავალ მლოცველს თუ განდეგილს მადლის მოფენით ხვდებოდა,
და დაცემულა მის ფერხთით, ვით ღვთისმოსავი ნამდვილი.
ფარვანასავით ათრთოლდა, რომ სჭვრეტდა მწირის საქციელს;
თითქოს მდიდარ კაცს შეხედა ღარიბ-ღატაკმა დერვიშმა.
უაზროდ მითენებია, ჰოი, რამდენი ღამეო!"
ცხოვრება ფუჭად რომ განვლო, სწუხდა ცოდვილი იმასა.
სიცოცხლე ტკბილი მეგონა, თურმე ყოფილა მწარე და
აწ ისღა დამრჩა - ვინატრო, რომ სიკვდილს მალე ვეწიო, - სამყაროს დიად შემქმნელთან ესღა მაქვს შესახვეწიო;
ვიდრე სიბერის კარამდე სირცხვილით მივსულიყავი...
თუკი რამ ნდობა შემომრჩა, განკითხვას შენსას ენდობა!"
ასეა - ყველა ცოდვილის დიდი ტკივილი ეს არის:
თავჩაქინდრული იჯდეს და ჩუმად ცრემლები სდიოდეს.
და თქვა - "ამ ცოდვილ არაკაცს აქ ყოფნას ნეტავ რა რჯიდა?!
სიავით თავი ყველასგან განა თვით არ განარჩია?!
ქარს გაატანა სიცოცხლე, სულ უნაყოფოდ იარა.
იგი ქრისტესთან მოსვლის და საუბრის განა ღირსია?!
ის ჯოჯოხეთის გზას ადგას უკვე მრავალი წელია.
ჩემს სიახლოვეს რომ არის, მეც ავად მრაცხდნენ ეგება?!
მლოცველთა შორის ის რომ ჩანს, ვწუხვარ ფრიად და ფრიადო... ვაითუ, განკითხვის დღემდე გვდიოს მან, ღმერთო დიადო!"
იესომ უზენაესის ხმა გაიგონა უეცრად!
ორთაგან სამოთხის ღირსად, ყველამ გაიგოს, ვცანი.
დღეს ის განუდგა თვის ცოდვებს და ყველა მოინანია...
ვინც მაცდურ ყოფას ზურგს აქცევს და სურს უფლისკენ იაროს, ის იმსახურებს, ზეგარდმო წყალობა გაიზიაროს.
ვინც ცოდვა მოინანია და დათმო ავი ზრახვანი, სამოთხის კართან მიიყვანს ამგვარი გარდასახვანი.
და არ სურს ცოდვილთან ერთად სამოთხის გზათა ძიება,
ცოდვილს კი სამოთხის გზათა ძებნაში ყველგან შველიან,
მხოლოდ ღვთისმოშიშობით კი ბევრი ვერ ჰპოვებს საწადელს.
მან დააპურა ბეჩავი და არა ამპარტავანი.
მას ჯოჯოხეთის ჭიშკარი ყოველთვის ღია დახვდება.
ვიდრე პატივთა ძიებით ქედმაღლობისკენ გადახრით.
ნუ გჯერათ - ღმერთმა სრულყოფა მხოლოდ თავმდაბალს აცადა.
არვის უნახავს მის მიერ ჩამოგდებული ყაბახი.
სიცარიელე თავისი ჰგონია კაკლის ლებანი.
ვერაფერს ვინანიებთ და ამაოდ მლოცველს ვედრებით.
თუ არცერთს არ გაეგება მონანიების რაობა.
მაინც ვერასდროს გახდები ერთადერთი და რჩეული.
ვინც რწმენით თავს იწონებს და ხალხს მედიდურად ეპყრობა.
საადიც იტყვის ერთ სიბრძნეს, მსმენელი ყურს თუ დაუგდებს:
სჯობს იმ ღვთისმოსავს, ვინც ლოცვას უგრძნობი ჩვევით მიება. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |