მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი
ერთხელ მაჯნუნთან მივიდა კაცი და ჰკითხა: „ყმაწვილო! შენ ჭირ-ვარამი თვისტომთა აღარ გსურს გაინაწილო?
იქნებ სხვა გიყვარს?! - გვითხარი! შენს გულს აწ ტრფობას ვინ ანდობს?!“
„გვედრით, ბატონო, დატოვეთ ჩემთა სამყოფთა არენი!
და ჭრილობაზე მარილი ზედმეტად აღარ აყაროთ.
ეს განშორება სიყვარულს, ვით ცეცხლს - ჰაერი, სჭირდება".
„იქნებ გინდა, რომ ლეილის შენგან სიტყვა რამ ვაუწყო“?
და წამით სევდას ნუ მოჰგვრით ჩემი სახელის ხსენებით". |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |