კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ჩაჰკრა ელვამ და ხანძარი ავარდა

აშიშინდა მუხის ნედლი რტოები,

სადღაც ყეფა მოისმა

სადღაც თოფი გავარდა...

ვიდექ განმარტოებით.


ჩემი ქოხი, ჩემი წნელის ხუხულა,

მეცხვარეთა გათელილი ველი,

ისევ ელვა, სადღაც დაიგრუხუნა,

ჩემს წინ გაჩნდა მკერდდაჭრილი შველი.


წამს შეჩერდა, მომანათა თვალები,

ცრემლიანი, ცრემლიანი თვალი!..

ავიტაცე, შემოვხვიე მკლავები,

გამოვუღე გულის თეთრი კარი...


ცამ გვიცინა, განიფანტნენ ნისლები,

აჟღურტულდნენ ბალახები სველი,

მე და შველი ცეცხლის პირას ვისხედით,

მე ვტიროდი, მამშვიდებდა შველი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ალეკო შენგელია  • • •   ალეკო შენგელიას პოეზია

მსგავსი თემები