იჯდა ქრისტე და, მდუმარე დიდხანს, სილაზე თითით რაღაცას წერდა, ჩაქოლვის დასტურს ელოდნენ მისგან. და არ ცხრებოდა ყაყანი მტერთა.
შიშით ელოდა სასტიკ ბრძანებას, წამით შეირხა ფიქრში წასული ქრისტე და წერას თავი ანება.
თვალს ავლებს იქ მყოფთ, გულთამხილველი, - ნება აქვს მხოლოდ ყოვლად უცოდველს, ქვა რომ ესროლოს ცოდვილს პირველი.
თუ აქვს ნებართვა ტყორცნა ითავოს? ქვის სროლად ხელი ვერვინ შემართა, უხმოდ გაშორდნენ მსვერპლს სათითაოდ.
სულით მაღალის და გულით წმინდის - ცოდვილს პირველი ცოტა ესროდა? ბევრი ჰკითხავდა ნებართვას სინდისს? |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |