ცხრა მთა გადაიარა, მეათისკენ ფრინდი! ჩუმად, ფეხის წვერებზე, მოკრძალებით, რიდით, ხან უხიდოდ მარები, ხან კი ბეწვის ხიდით ჩემი ახალგაზრდობა მიდის, მიდის, მიდის.
პატარასთან პატარა ვარ, დიდთან კიდევ დიდი, მას შემდეგ, რაც დავიბადე, დღე არ მახსოვს მშვიდი, ჩემი ახალგაზრდობა მიდის, მიდის, მიდის.
რაც გამაჩნდა, ვარიგებდი, განა მივითლიდი. ახლა რაღა შეიცვლება ხარობს მტერი ფლიდი, ჩემი ახალგაზრდობა მიდის, მიდის, მიდის. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |