მე ავაშენე სიყვარულის უცხო ტაძარი. მაგრამ ტაძარში არ ისვენებს წმიდა სამება. იქ, წიფლის ჯვარზე გარჩენილა ქრისტეს წამება. იქ სიცივეა და ტირილი გულშესაზარი.
მიახლოვდება უნახავი რამ დაღამება. ვერ მოვასწარი თვალის დროზე დახამხამება, - ისე ჩაიქცა ჩემი გული, ნაღაზღაზარი.
თითქოს შევიქენ შემწირველი მაღალ ტიბეთის. უცბად აღსრულდა დაპირება უწყალო ბედის - დავეცი კლდეზე და სიკვდილით გადავიზმორე.
რომ სიყვარულმა ლურჯ ძარღვებში დაიჭიხვინოს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |