მჟავა. ლაკმუსი. წვეთ-წვეთად ტუტე და რომელიღაც ერთი წვეთის დამატებისას მუქ ლურჯ ფერს იღებს წითელი ხსნარი. ასე მასწავლეს. მაჩვენეს კიდეც. საუბედუროდ, ერთდროულად ისიც ვისწავლე, სიტყვის, ჟესტისა და მიმიკის ერთი წვეთისგან ფერს როგორ იცვლის სიყვარული - ვარდისფერიდან ნაცრისფერამდე. |