ლხინიც ახლავსო ამ დღეებს, მაგრამ, მითხარ, მოსალხენს რას ყვება ქარი! აი, ის ლურჯი ყვავილიც ჩაქრა, ჩაქრობაზეა ის ფიჭვის კვარიც. ჟონავს სინათლე მკათათვის ღრუბლებს და წყაროს პირას ვზივარ ეულად, აქ ამ ჩიტივით მეც მქონდა ბუდე, - დამდგარა ჟამი და დანგრეულა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |