ო, იდუმალო... ო, უხილავო - საოცნებოა ის, რაც არ არი, - ჩემზე ვინ იტყვის, რომ ულხინდაო, რომ არ ჰქონდაო გული ალალი?
რომ ხარ თუ არა, იცის არავინ, მაშ, ისე როგორ გარდავიცვალო, რომ არ მჯეროდეს ღრუბლის კარავი?
სიკვდილიც დადის - მისი მპარავი და მწამს, თუნდ წამით იმ დღეს მშვენიერს შენ ჩემთან მოხვალ დაუფარავი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |