კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

დიდება შენდა, დიდება,

ფრენა, კეთილი ფრენა, -

შენი აღდგომა მჭირდება,

როგორც ურწმუნოს რწმენა!


დიდება შენდა, დიდება,

თასი, იმედის თასი, -

მე შენი ჰანგი მჭირდება,

ვით წყალწაღებულს ხავსი!


დიდება შენდა, დიდება,

კვალი, კეთილი კვალი, -

მე შენი სიტყვა მჭირდება,

ისე ვით მწყურვალს წყალი!


დიდება შენდა, დიდება,

ჩემი გული და ქნარი, -

მე შენი აზრი მჭირდება,

როგორც იალქანს ქარი!


დიდება შენდა, დიდება,

ბროლი, სპეკალი, ლალი, -

მე შენი შუქი მჭირდება,

ვით უსინათლოს თვალი!


დიდება შენდა, დიდება,

არსი, დუღაბი, ფუძე, -

მე შენი მიწა მჭირდება

გადასაყრელად გულზე!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

მსგავსი თემები