თავაწყვეტილი ყიჟინი მამრის, როცა ამაყად ისწორებს დეზებს, ცხელი სურვილი, სურნელი ამბრის, ძუკნის ძახილი სულ რომ აქეზებს.
ნესტოები რომ უთრთის ძალუმად, როცა ნაცნობი სულით გალეშილს ვიღაც სჭირდება ღამის აღლუმად.
როცა არ სტოვებს ბილწი თარეში, როდესაც მადა ხორცით ეხსნება, როცა ქალს ეძებს სავსე მთვარეშიც.
და ჩადრშიც ხედავს სხეულს ვნებიანს, როცა ულაყი, სადაც ძუ არის, მზერით აშიშვლებს ფარულნებიანს.
გადაუქროლებს შეშლილ სამყაროს თავდავიწყება არის სამკალი და ვნებად უნდა გამოაყაროს.
სადაც გონება გულის ხედია, ეს მამრს სჭირდება ცაში თარეში, ქალი ადვილი გასახედნია… |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |