კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

რაღაც მითხარი სხვა, 

ამ სიყვარულის დარი.

გთხოვ გამიწეწე თმა, 

შემომინგრიე კარი,

ან ამაფრინე ცად, 

ვარსკვლავს დაარქვი ია,

თქვი, რომ შენი ვარ მთლად, 

რომ სიყვარული გშია...

თქვი, რომ მოგვიხმობს დღეს 

გადარეული ზღვა,

თუ მიგვატოვებს მზე, 

არ დაუმიზნო ქვა.

თქვი, რომ გრძელდება სულ, 

ერთი გაბმული კოცნა,

ჩემთვის იმეტებ სულს 

და გავიწყდება ლოცვა.

რომ არ გვიმატებს წლებს, 

სწრაფად მავალი დრო,

რომ ჩემი ლანდი გდევს, 

რომ არ გადარდებს ბრბო.

რომ არაფერი ცვლის, 

ამ გაჩერებულ წამს,

ჩემი კითხვებით ცრის, 

შენი პასუხი მწამს...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნანა ცინცაძე  • • •   ნანა ცინცაძის პოეზია

მსგავსი თემები