თარგმნა: დავით წერედიანმა
ჩამომხმარ ბერს თუ ღაჟღაჟა აბატს, ყმაწვილს, გასენილს ტრფიალის სენით, გოგოს, რომელსაც ლამაზი კაბა შემოსტკეცია ტანზე და შვენის,
თაღლითს თუ არიფს, მჭმეველს თუ მჭამელს, უკანასკნელაად მივყვირი ყველას: შემინდეთ, ვისაც შეგცოდეთ რამე!
და კერტებამდე აჩენენ ჯიქნებს, შარის საძებრად გამოსულ განაბს, კარტის მწყობელს თუ შიგნელის მშიგვნელს,
ლოთებს, რომლებიც ლოკავენ ჯამებს, უკანასკნელაად მივყვირი ყველას: შემინდეთ, ვისაც შეგცოდეთ რამე!
ვინც წიხლით გვტენის ჯურღმულის გვიმში, ვის გამოც პურის გამხმარი ყუით ბინძურ საკანში ვებრძოდი შიმშილს...
ცოდვილს მინდოდა მათ სულში ჩამე... ჩამე... ჰო, ჯვარი გწერიათ ყველას, შემინდეთ, ვისაც შეგცოდეთ რამე!
მიკრავენ ყბას და კუბოთი მდგამენ, მაინც ძალ-ღონეს ვიკრებ და ვყვირი: შემინდეთ, ვისაც შეგცოდეთ რამე! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |