კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ყველას რადა ჰკლავ, სიკვდილო,

რად არ თვითონა ჰკვდებიო?!

შენ ვერც ბუნება გაშინებს,

ვერც ეს დიდრონი მთებიო.


რამდენი გმირი ჩაყლაპე,

შენ მაინც ვერა ძღებიო,

ერთიღა დაგრჩა - სახელი,

ვერაფერს ვერ უშვრებიო.


სახელს ვერ მოსპობ ვერც შენა,

ვერც საუკუნო წლებიო,

სახელი ქვეყნადა რჩება,

მიწას - ლეში და ძვლებიო.


ორივესა ჰყავ პატრონი,

ვერცერთს ვერ შაეხებიო,

გმირებს ნუ დაეჭიდები,

სიკვდილო, დამარცხდებიო!

მსგავსი თემები