რა უფერულად დაგვაბერეს, შენ, ჩემო ლექსო, ამ დალეწილი სულის ნაწილო, როგორ გაგწირო, მე როგორ მოვსპო უღიმღამო სიცოცხლე შენი - შენა ხარ ჩემი დამღუპველიც და გადამრჩენიც... როგორ გაგწირო, დალეწილო სულის ნაწილო, ჩემო ლამაზო სატანჯველო, ჩემო ნუგეშო; როგორ ვიცოცხლო ქვეყნად უშენოდ?! როგორ გაგწირო, ამ დალეწილი სულის ნაწილო? |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |