დავემონე კაეშანსა, სევდა მომხვდა მისთვის წამლად, მელნად ნაღველს მოვიხმარებ, აღმოვაწებ გულსა კალმად; ლხინის ბაღის მოსარწყავად ცრემლი მიმდის გასალამად, ველი, სამე გამომიჩნდეს გამომყვანი დასამალმად. რა მიხვდეს კარგსა სათესსა დროსა, ჟამსა და არესა, აღმოაცენებს ნაყოფსა ასწილად შესაწყნარესა. მორწყული ქვიშა ანასდად გაიდენს, გაიტარესა. რა გამოჩნდება ნაყოფი, ჭია სჭამს ბევრ ათასებსა, სისრულეშია სიცივე დაჟრის და დააკვნესებსა. დანამწიფარსა ყინული ფოლადებრ დააკვესებსა. დასწყნარდი, ბოლო მოუღე სიჩქარით ანასდეულმა, სიგლისპისაგან სიმკვახე ამწიფე ანასდეულმა, აწ სვიანობა მოიღე, სიავის ა ნას დეულმა. რაცა მოგყავს მოსავალი, არა რადმე გავიკვირებ, დამადლებით დაგიმადლებ, რასაც რასმე მომიძვირებ, სხვა ადგილი მოსახმარი მიმაჩნია, მივაშურებ. შუაკაცს გამოუცდელსა ხელსა სიჯაბნით დარევ და, მიკვირს, ბერ-კაცსა რაღა სწადს, ისიც იმათვე დარევდა! ქვე დავრჩებით და გაცვდები, თუ იქღა ჩვენთვის დარევდა. რუსთა ზაფხულებრ გაივლით მოსოფლიოსა წამებსა, რა გამყვეს, ანუ რა დამრჩეს, ვით რამე დამიამებსა? უნაყოფოსა ვემსგავსე ხისა რისამე გვამებსა. მიწყივ ბორბლისა ბრუნვასა, სხვადასხვა-რიგა ზევასა, ეგებ მობრუნდეს შენთვის ცა, მორჩე ჟამისა რევასა, მზეს შეხვდეს დია ხუთ კუთხად, მოგცემსა მტერზედ ძლევასა. ცეცხლმან არ დასწვას ნივთები, სად გამოჩნდება ალია? აგრევ სოფელმან ცქაფობა, მითხარ, რა მოსაკრძალია? ბუნების საქმეს იქმონენ უცვლელად, დაუმალია. წესიერებით შეამკო, საზომი განა სრულითა, არვინ დააგდო წყალობის კარითა განასრულითა, უსხეულონი მსახურად ზოგნი ყო, განა სრულითა! |