კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

გამიუცხოვდა ჟამთა დინება,

ამ მდინარეში ვერ მოვინათლე,

ბოლოს შენ შემრჩი მწედ და იმედად,

შენ იტყვი, ალბათ, ნამდვილ სიმართლეს.


შენ იტყვი ჩრდილში ჩუმად ყოფნისას

ამბებს ტკივილის და მწუხარების, -

როგორ მიბღვერდნენ წუთისოფლისა

დაუნდობელი მღვრიე თვალები.


ოლოლი როგორ მოთქვამდა ბედზე,

როგორ ცხვებოდა ობლის ხმიადი;

მე უღიმღამო ღამეებს ვენდე,

მენატრებოდა მზე განთიადის.


მძიმე ჯვარივით ვზიდე ოცნება,

ლხინიდან ფეხი ამოვიკვეთე,

ვეღარ მიშველეს უხმო ლოცვებმა,

ვერც დადებულმა ქვაზე სიკეთემ.


ერთგულებაში სიცრუე ვპოვე,

მეგობრობაში - თოვლის სიცივე,

ბაღში გაცრეცილ ხეხლის რტოებს

შეავლეს თვალი და ჩაიცინეს...


ეკლიან უღრანს მაინც მივარღვევ,

გზად ნადირივით მხვდება მეშურნე,

დეე, იღნავლოს ვიღაც მეარღნემ,

დეე, იბღავლოს ვიღაც მეზურნემ.


ოღონდ არ ჩაქრეს ის ნაღვერდალი,

ფრთაჩაჟანგებულ ჩრდილს რომ გაათბობს,

არ დამიძვირდეს ნაღდი მხედარი,

არც მასთან ტკბილი სამასლაათო.


...მადლობელი ვარ, ღმერთმა ინება,

ღმერთმა ინება - გაკრთა სინათლე,

ჭირში შენ შემრჩი ბოლო იმედად

და შენ ბოლომდე იტყვი სიმართლეს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გიორგი გიგაური  • • •   გიორგი გიგაურის პოეზია

მსგავსი თემები