წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

შენ ჩემთან ტიტინი გიყვარდა

პატარა გოგონას დარად,

კოცნას რომ მოგთხოვდი ჩინართან,

ბავშვივით მეტყოდი - არას.


შენ ჩემი წამება გიყვარდა,

ბაგეს ხელს ადებდი ფარად,

მე შენი ბავშვობა მხიბლავდა

და შენი ბავშვური - არა.


მე ლექსებს გეტყოდი ჩინართან,

შენ ჩემი ლექსები გიყვარდა,

შემდეგ ეს ბავშვობა გაფრინდა,

წავიდა, სად გაუჩინარდა?

 

მსგავსი თემები