კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

სვანეთში


ვაჰმე, კოშკების ქვითკირნო,

გულს ხომ არ გიპობთ მეხი?!

რამდენჯერ უნდა ვიტიროთ

სვანის მოკლული ვეფხვი?!

- სანამდის ცრემლის ნაკადით

არ აგტკივდებათ თვალი,

სანამ გადმოვა ცა მადლით,

შეგირიგდებათ დალი.

- გავუძლებთ, კოშკთა ქვითკირნო,

არ აგვარდებათ ბოლი, -

ვეფხვი იმდენჯერ ვიტიროთ,

რამდენიც ჰქონდეს ზოლი!


ხევსურეთში


ხევსურნი ვეფხვსა საღვთოსა

ვაჟის ტალავრით სტირიან, -

ვეფხვს მონადირე ახსოვს და

შეურცხვენელი პირი აქვს...

ჩოხას აცმევენ ახალსა,

დაამშვენებენ ნაბდითა,

შემოუწყობენ ფარ-ხმალსა,

მშვენიერთ ცოდვა-მადლითა.

უსამძიმრებენ დედები

ვეფხვის დედასაც, დალისაც...

ასეთ ცას მზით და მტრედებით,

აბა, რა მტერი დანისლავს?!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ომარ შამათავა  • • •   ომარ შამათავას პოეზია

მსგავსი თემები