კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

დაღამებულხარ ჩემო აპრილო

წასულხარ ჩემო ლხინო,

ლამის წუხილმა გამინაპიროს

შემომაშველეთ ღვინო.


არც ნისლისფერი თვალები მწვავენ,

აღარც ოცნება გალობს,

რა დაგიშავე, რა დაგიშავე...

რა დაგიშავე ქალო.


გადაიტანა ძველმა ამინდმა

ყრმობის ფერი და გემო

ამ ქვეყანაზე ნეტავ რა მინდა

უსიყვარულოდ ჩემო.


არც ნისლისფერი თვალები მწვავენ,

აღარც ოცნება გალობს

რა დაგიშავე, რა დაგიშავე...

რა დაგიშავე ქალო.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ გოგოლაშვილი  • • •   ვახტანგ გოგოლაშვილის პოეზია

მსგავსი თემები