მე თავი მგონია ქვეყნად უმდიდრესი, მფლობელი მიწის და ზეცის, რაკი შენ არსებობ ჩემთან, ჩემთვის, ჩემში და უხმო ოცნება გესმის. მე თავი ზღაპრიდან მოსული მგონია - ავი დედინაცვლის გერი. ცხრა მთის გადაღმიდან (ღმერთო, რა შორია), მოდიხარ, მეძებ და მშველი... და მთელი ცხოვრებაც მგონია ზღაპარი - შენი თვალებივით სანდო... და ჭორი მგონია მაინც ის “სხვა ქალი”, ისე, სულ ტყუილად ვდარდობ... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |