გამიგონე, მეტი აღარ შემიძლია, ლამარია, რაც შენ თვალი მოგატანე, სათვალავი ამერია. გულისპირი შეიკარი, თორემ გული წამივიდა, უბეში რომ მწყრები გყვანან, გაუფრთხილდი თავივითა. საღამოს კი, არყიანში, სადაც სამი სამარეა, თუ ღმერთი გწამს, დიდხანს ნუღარ მალოდინებ, ლამარია. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |