* * * * * თითქოს ცად მქონდა თავშესაფარი, ვარსკვლავებს შორის დავნავარდობდი, ვარსკვლავებს ვკრეფდი, არას ვდარდობდი. თვალწინ მიდგება, ვით ვფრენდი მაღლა, მიგალობებდა ანგელოზთ გუნდი, ვერა, ვერ ვგრძნობდი, რა იყო დაღლა, ვერ მიმონებდა კაეშნის ხუნდი. ეხლაც სიზმარი ის არ მშორდება თუმც ვიცი, აღარ განმეორდება.
მჯეროდა - შვებას შენში ვპოებდი; არ-რა ვიცოდი, სულის იავ, ეს, თუ კვლავ იგრძნობდა სულის სიავეს; მაგრამ მყის გაჰქრა სიამე სრული, ჟამს გარდასულსა ვერ განაახლებ, აწ, დაე, მაჩნდეს იარა წყლული, კმარა, გამშორდი, ხელს ნუღარ მახლებ, დღეს ტრფობა შენი ჩემგან შორს არის, როგორც ის წმინდა ყრმობის სიზმარი. |