ეკრანი უცხო ჰანგით იღლება, მიმბაძველები ნერვებს მიშლიან, სიმღერას ვნატრობ, ნამდვილ სიმღერას, ქართულს, მგზნებარეს, წრფელს და ჯიშიანს. შეგძრავს, შეგარხევს ფეხით-თავამდე, დააფრთიანებს ხმატკბილ ბულბულებს, მაღალ სცენაზე გაითავადებს... და მზის სხივსავით მკერდს რომ ჩაივლის, მერე ჩაგწვდება გულის-გულამდე და აფეთქდება, როგორც ყვავილი. სხვადასხვა სახის, სხვადასხვა წესით; მე კი კვლავ ველი ისეთ სიმღერას, მშობელ მიწაში რომ უდგას ფესვი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |