კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

შენ ახლა ჩემსკენ

მოხედვაც გიჭირს,

მე კი -

მე მაინც შენთვის ვილოცებ,

სანამ ხელოსნის შავ-თეთრი ნიჭი

გადამხატავდეს მარმარილოზე...

რა ვქნა, თუ თავი

ვერაფრით გარგე,

ეს წლებიც ტყვიას

ტყვიაში აჯენს,

და ჩემს სიმაღლე

გაბზარულ სარკეს

ჩამოაფარებს ჭვარტლისფერ ნაჭერს.

და მერე ქვაზე,

დიდი ხნის წინათ

დამტოვებს მარტო

ვერდების

წვაში

...მერე დაურბენს

საფლავებს წვიმა

და შენგან წაშლილს

ქვაზედაც წამშლის...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვასილ ბესელია  • • •   ვასილ ბესელიას პოეზია

მსგავსი თემები