კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მთების სილუეტი შავად ჩამოთლილი

სიო ხეივანის მუდამ მსახურია.

ბაღი აივნის წინ მუქად გაფოთლილი,

სოფელს აბრეშუმის ღამე ახურია...


როგორც კედლის სვეტზე მიკრული აული,

შორი და ლამაზი ვით ძველი ფაშულა

ეზოში, ჭიშკართან ღამის ყარაული -

თათებზე უძილო ძაღლი დანამულა.


იყივლებს მამალი. კისერს მოიღერებს,

ფრთებში თავს დაჰფარავს, ამოიკაკვება.

გვიანი გამვლელი ძაღლებს მოიგერებს

და ყეფა შარა გზას თოკივით გაჰყვება.


და ძილი ყაჩაღურ ნებით მობძანდება

ეშლება მოლოზნის და ბერის მანტია

სივრცეში დადიან უსახო ლანდები

და გზაზე ზედაშის სანთლები ანთია.


ირგვლივ სიწყნარე და მკვდარი სიჩუმეა

მთვარე ყვითელ ფარჩით მთებზე დაქანდება.

მალე გაიღვიძებს მძინარე მუმია,

მოვა გათენება... დახანდება.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ილო მოსაშვილი  • • •   ილო მოსაშვილის პოეზია

მსგავსი თემები