კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

მთარგმნელი: სიბილა გელაძე

 

მომეტებულად მოთენთილი ოცნებობს მთვარე,

ეოცნებება, ვით დაწოლილ ლამაზ ქალბატონს,

რომელიც ზანტად ითათუნებს ხელს მოელვარე,

მოღეღილ მკერდზე, სანამ სხეულს ღრმა ძილს მიანდობს.


ზმანებაშია ღრუბლის საწოლს მინებებული,

სიკვდილის პირას მიყვანილი მთვარე, დაღლილი,

თეთრი ხილვებით ეფარება მზერა ეული,

ხილვები ზეცას ამოსულა, როგორც ყვავილი.


და როცა ქვემოთ, ნება-ნება მიშვებულ მიწას,

სადაც ყოველი მეოცნებე სიფხიზლეს იცავს,

მოულოდნელად ეპკურება ცრემლები მთვარის,


მაშინ პოეტი, ღვთისმოსავი, მთეველი ღამის,

მუჭში მოიმწყვდევს წვეთს ბზინვარეს ოპალის მსგავსად

და გულში მალავს, რომ არ ნახოს მზის სხივმა არსად.


პოეზიის გვერდი • • • პოეზია - შარლ ბოდლერი • • • შარლ ბოდლერის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები