ისევ დავიწყე წერილის წერა, გამდნარა თოვლი - მარილი ზამთრის, და როგორც შარშან, და როგორც ძველად, ჩვენს შორის კვამლი და ქარი დაჰქრის.
თავზარად მესმის ტრამვაის ზარი, ვწერ და ვერ ვგზავნი მოკითხვის ბარათს,- არ მახსოვს შენი შეცვლილი გვარი.
რამდენი ღამე ვამტვრიე თეთრად, დატოვე შენი ბავშვობა ქმართან, ქალწულის გვართან და წლებთან ერთად?
არსად საშველი არა მაქვს, არა!.. ეგებ მოგართვას წერილი ჩემი ამოვარდნილმა აპრილის ქარმა.
როგორც ქაღალდის თეთრ მტრედებს ბავშვი, და თვითმკვლელივით წერილი უცებ ვერის ხიდიდან ეშვება მტკვარში. |
პოეზიის გვერდი • • • |