ჩემი ნაბადივით დაეშვება საღამო შავად, თითქოს ეს ქვეყანა ქოხია ჩალური. ალგეთს გადაივლის და თრიალეთს ჩავა, მთვარე ჩვენებური და ბორჩალური.
რამდენი ირემი და ნუკრია, ჩვენს სოფელში გოგოა, - უბეში ვაშლები და ბუდეშური უყრია.
დამაქროლებს არაბული უბელო, ცის ქვეშ ვეგდო, ვატყობ, ჩემი ბედია და მხრებზე შენ მეხვეოდე, ღრუბელო... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |