თარგმნა: გივი გეგეჭკორმა
ბოთლში მღეროდა ერთ საღამოს სული ღვინისა: შენ, ო ძვირფასო და უმადლო ადამიანო! შუშის ამ ციხით, ამ სანთლებით წითელ ცვილისა, მე მსურს, ნათელი ძმობის ჰიმნით შეგეხმიანო!
მჭირდება შრომა, ოფლისღვრა და სხივები მწველი, რათა გამედგას ფესვები და მომეცეს სული... მაგრამ მე არ ვარ უმადური, არც ავისმქმნელი!
ჩამიშვებს გარჯით ღონემიხდილ ადამის ტანში, მისი თბილ-თბილი ფაშვი არის ამო სამარხი, სადაც უკეთ ვარ ბევრად, ვიდრე იმ ცივ მარანში.
ჰანგი კვირადღის და იმედს ჭიკჭიკა ხმები? იდაყვდაყრდნობით, სახელოთი აკარწახულით, შენ მე დამლოცავ და არც თავად განაწყენდები.
ხოლო ვაჟიშვილს მივანიჭებ ჯან-ღონეს მეტად, მით გავაკაჟებ ყრმა დევგმირის ძვლებსა და კუნთებს, რომ სხეულს მებრძოლს დავედები გასაპოხ ზეთად.
უკვდავ მთესველის ჩაგდებული ძვირფასი ქრთილი, რომ ტრფობამ ჩვენმა პოეზია შვას მთვარეული, ტანს რომ აიყრის ღვთისკენ, როგორც უცხო ყვავილი! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |