აღელდა მკერდი აიავაზა, ვარსკვლავთა მიღმა ჩაქრა ალივით, რად მეჩვენება ასე ლამაზად ქალი, რომელიც გვერდით ჩამივლის. მუხლები მთებზე ქროლვით დამცვდება, რად მეჩვენება ასე ძლიერად ქარი, რომელიც გვერდით გამცდება. თუ დაგაღამდა სადმე წანწალით, რად მეჩვენება ასე ბეჩავად კაცი - რომელსაც გადავასწარი. ქარი მხრებიდან ამყრის იალქნებს და მაინც ვფიქრობ, შენს ფანჯარაში ძალიან მკრთალად მოჩანს სინათლე. გადაეფარა თვალის საწიერს, სულისთვის როგორ იქნება შვება, მზერა თუ არსად წამომაწიე. თუ დავიღამე სადმე წანწალით, რად მეჩვენება ასე ბეჩავად კაცი - რომელსაც გადავასწარი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |