შენ თუ არ მიცნობ, აგერ ის მიცნობს - ჩემს ნაცნობობას ტყუილად მალავ, არც მე არ გამოვირჩევი სიბრძნით, კიდევ ბევრი რამ არ წამცდეს, ქალავ. მძლავრად ჩამოჰკარ სიმებს, დღეს აღარ მინდა ჰკვნესდეს გიტარა, ქარი ქვითინებს, ქარი ქვითინებს, ქარმა დალალი ჩამოგიყარა. ოღონდ ახლა დაუკარ, დღეს არის ვნება თავისუფალი, დღესაა დღესა - თორო ხვალ უკვე ვეღარც შენ მნახო ქართან მბუქნავი. თავს ნუ დაზოგავ, დაუკარ, ვიდრე გეყოფა ძალა, დაუკარ! სიკვდილს უნდა ვაჯობო - დაუკარ, ქალავ! ო, უფრო ძლიერ! ნუ დაანებე თრთოლვას თითები, შენ, შეგიძლია, შენ, შეგიძლია - დაუკარ და მე გარდავიცვლები. უფრო თამამად სივრცე აჰხიე, მერე ჩემს საფლავს შენი ნაწნავი უსურვაზივით შემოახვიე. დაუკარ ყველავ - შენს გარდა ჩემთვის დაუკრავს ვერვინ, გადაუმტვრიე გიტარას ყელი, რომ დაწყდეს ჩემში ყოველი ნერვი. დაუკარ, ქალავ... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |