გინდაც დიდი, გინდაც მომცრო, თით-თითოდ, წყება-წყებად, ყველა ვიღაცისთვს ცოცხლობს, ყველა ვიღაცისთვის კვდება.
ყველა ვიღაცისთვის ტირის, - სიხარულით ანაფრენი, მწუხარებით განაწირი.
ყველა ვიღაცისგან ითლის, ყველა ვიღაცასთან ლომობს და მოგებულს ჩუმად ითვლის.
ყველა ვიღაცაზე ლაყბობს, ვერ აუდის ლოცვა-კრულვას ეშმაკის თუ ხატის საყმო...
და სასურველს ყველა ზვერავს, ითქვიფება მღვრიე ზვირთში სულის წვა და ბედისწერა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |